ბელა ჩეკურიშვილი – “ჩვენ”

იქ ზევით,სადაც ყოველთვის ყველაფერი ზუსტად იციან და გვირჩევენ სახლის ნომერს,ქალაქს და განედს,გვირჩევენ თმის ფერს,თეძო-წელი-მკერდის ზომას,სწავლის საფასურს.

იქ ზევით,სადაც ყველაფერი განსაზღვრული და გათვლილია,იციან,როდის აივსება ჩვენი ფანჯრები სავსე მთვარის კამკამა შუქით და მოშიშვლებულ მკერდებს ჩამოვხსნით მარტოობის მძიმე საჭურველს,იციან,როდის გვიცდება ფეხი მატარებლის ლიანდაგებზე,როდის ვშლით ქოლგას სახურავის ქიმზე შემდგარნი,

იქ,ზევით,სადაც სიტყვასიტყვით მიაწერეს ჩვენს სახელებს თარიღები გატეხილი ფიცისა და დარტყმული მუშტის, (ავტორი გენია.ჯი) დარღვეული საქორწინო კონტრაქტების,ბოთლში ჩატკეპნილი და ჯინად ამოსული სურვილების,პურზე გაცვლილი ოქროს ბეჭდების,

იქ,ზევით,სადაც გადაწყვიტეს,რომ ხელის კვრით არ იღება არც ერთი კარი და ღრიჭოებში გაძვრომას უნდა დავჯერდეთ,სადაც კადრებად დაალაგეს სტუდენტობისას მოტეხილი ფეხი და მხარი,გაწყვეტილი ზურგის ტვინი შეუფარდეს სავარძლის წონას,მოგვაზომეს ძაძა და ფლასი,

იქ,ზევით,ალბათ იციან,ხელები ჯვარცმის ნიშნად კი არ გავშალე, – შენ ჩაგკიდე,რომ ერთად უფრო დიდი წრე მოვხაზოთ და დავიყვიროთ: აი,აქ ვდგავართ! (ავტორი გენია.ჯი)