ჟან-ჟაკ რუსო – „ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი განმანათლებელი, ვისმა იდეებმაც განსაკუთრებული წვლილი დაიდეს საფრანგეთის რევოლუციაში – ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778 წლები), სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ყველასაგან მიტოვებული ლევდა სულს უკიდურეს სიღატაკეში. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ფიზიკურად მოხდენილმა კაცმა ცოლად შეირთო ერთობ უშნო და ვულგარული გარეგნობის მქონე ქალი – მარია ლევასიორი, ვინაც თავის მხრივ, პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში იყო დასაქმებული მოსამსახურედ. კიდევ უფრო საკვირველია ეგზომ ინტელექტუალი სწავლულის რჩეული ქალი ყოვლად გაუნათლებელი და უვიციც რომ იყო. ლევასიოლმა არც წერა-კითხვა იცოდა და ვერც რიცხვებში ვერ ერკვეოდა. ის კი არადა, მან საათის ცნობაც კი არ იცოდა.

მიუხედავად 20 წლიანი თანაცხოვრებისა, მარიას რუსოს მიმართ არასოდეს განუცდია სიყვარულის გრძნობა, რასაც არც მალავდა ქალი. შვილების თავშესაფარში ჩაბარებამ ფრანგი განმანათლებლის რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა. მის მიმართ იმდენად უარყოფითი შეხედულება დამკვიდრდა საზოგადოებაში, რომ დროთა განმავლობაში ყველა ახლობელმა და მეგობარმა უგანა.

სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფ რუსოს გვერდით არ ჰყოლია არც ქმრის მოყვარული ცოლი, არც მისგან მიტოვებული მრავალრიცხოვანი შვილები, არც ნათესავები და არც მეგობრები. ამას თან ერთვოდა საშინელი სიღატაკეც. შედეგად, უკიდურეს გასაჭირში ჩავარდნილი სწავლული, ვინაც ავადმყოფობის გამო უკვე საწოლს იყო მიჯაჭვული, იძულებული გახდა მეცენატებისათვის, რომლებიც ადრე მას ხელს უმართავდნენ, თავისი სავალალო მდგომარეობა წერილის საშუალებით ეცნობებინა. „მარტოხელა, ავადმყოფი და ყველასაგან მიტოვებული ჩემს საწოლში, შეიძლება მოვკვდე სიღარიბისგან, სიცივისგან და შიმშილისგან, და ამაზე არავინ არ დაიდარდებს ამ ქვეყანაზეო”, – წუხდა ჟან-ჟაკ რუსო აღნიშნულ წერილში. – (ავტორი გენია.ჯი)

მარია ლევასიორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>