ვიქტორ-მარი ჰიუგო წერდა…

„მე ბედნიერება მაქვს მთელი დღეები, დილიდან საღამომდე გავატარო გენიოს ადამიანთან. ესე იგი ჩემს თავთან, ეს კი ფრიად სასიამოვნოა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცეცხლი მიყვარს, არა იმ უხამსი მიზეზის გამო, რომ ცეცხლი ფეხებს გვითბობს ან წვნიანს გვიხარშავს, არამედ ნაპერწკლებისა გამო. ზოგჯერ მთელ საათებს ვატარებ მათ ცქერაში, ათას რამეს აღმოვაჩენ ამ ვარსკვლავებში, რომლებითაც მოფენილია კერის ბნელი სიღრმე. ეს ვარსკვლავებიც მთელი სამყაროებია”.

* * *

„ცუდია მეცნიერების ისეთი მფარველობა, როდესაც სწავლულებს სახრჩობელაზე ჰკიდებენ. როგორი ლაქა იქნებოდა ალექსანდრესათვის, არისტოტელეს ჩამოხრჩობა რომ ებრძანებინა! ეს ნიშანი მის სახეზე პატარა ხალი კი არ იქნებოდა, რომელიც დაამშვენებდა კიდეც მის სახელს, არამედ ავთვისებიანი, დაწყლულებული და დამასახიჩრებელი იარა”.

* * *

„ამაო და ფუჭი მედიდურება ღმერთს სძულს”.

* * *

„ყველამ უწყის, რომ დიდი სიმდიდრე კაზმული სიტყვით არ გროვდება, თვით იმათაც კი, ვინც კარგი წიგნების თხზვაში დახელოვნებულან, ყოველთვის როდი უგიზგიზებდათ ზამთრობით ბუხარში ცეცხლი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მოწყალება ერთადერთი ჩირაღდანია, რომელსაც შეუძლია გააცისკროვნოს დიადი სულის შინაგანი სამყარო!”

* * *

„ღვინო ბრძენთაც კი შეაცდენს”.

* * *

„რისხვაც, ისე როგორც შიში, ადამიანს კანკალს აწყებინებს”.

* * *

„ზედმეტი მწუხარება, ისე როგორც ზედმეტი სიხარული, მძაფრი გრძნობებია, რომლებიც ხანგრძლივნი არ არიან. ადამიანის გულს არ შეუძლია დიდხანს გაუძლოს მათს უკიდურეს სიმძაფრეს”.

* * *

„შარლ მეშვიდე ამბობდა: ჭეშმარიტება დასნეულდაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>