მამა პეტრე (კვარაცხელია) – „ჯვარცმა”

პალმის რტოებს ჩაუვლიან ლანდები,

და ღმერთკაცის ჯვარცმულ სახეს ვნახავ,

მდუმარებას ხელში აყავს ხატები,

შენ იუდას გაღიმებას ხატავ.

* * *

ზეთისხილის მთას დაჰყურებს მთვარე,

გველისფერი გზა მიჰყვება ტაძარს,

და მესიას შეიპყრობენ მალე,

დღეს იუდას ჩვენში ბევრი ბაძავს.

* * *

ვნების კვირა გაგრძელდება დილამდე,

საიდუმლო სერობასაც ვთლიდი,

ხელს დაიბანს პონტოელი პილატე,

მაცხოვარს კი უთვალავჯერ ვყიდი.

* * *

გულისთქმას რომ დაბრმავებით ვენდე,

მიწევს ბევრი განსაცდელის ატანა,

და ჭოჭმანობს მოციქული პეტრე,

ქრისტე ეტყვის გამშორდიო სატანა.

* * *

ნაზარეთის თხემისფერი კედლები,

ერთხელ მაინც უნდა ნახოს კაცმა,

ჯერ დახატე ზეთისხილის ქედები,

მერე უფრო ადვილია ჯვარცმა…

კომენტარის დატოვება