კლოდ მონე – ეპიზოდი”
სახვით ხელოვნებაში იმპრესიონიზმის გენიალურ ფრანგ ფუძემდებელს - ოსკარ კლოდ მონეს (1840-1926 წლები) საფრანგეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის წევრის სავარძელი ერთობ ხანდაზმულ ასაკში შესთავაზეს. მაშინ ხელოვანი 81 წლისა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მხატვარმა ეგზომ დიდი პატივის მიღებაზე ყველასდა გასაკვირად, უარი განაცხადა. თავი კი იმით იმართლა, რომ ოგიუსტ როდენისა და კლოდ დებიუსის სამწუხარო ისტორიები გაიხსენა. როგორც ცნობილია, ორივე მათგანი სამხატვრო აკადემიაში არჩევის წინა დღეს გარდაიცვალნენ. ასე რომ, კლოდ მონე ისე აღესრულა, რომ საფრანგეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი არ გამხდარა (თუმცა, თავისივე ნებით). – (ავტორი გენია.ჯი)