ანტიალკოჰოლური ამბოხება – „ეპიზოდი”

მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში არც ერთ ქვეყანას არასოდეს არ უხილავს ისეთი მძლავრი ანტიალკოჰოლური ამბოხება, როგორიც რუსეთის იმპერიამ იხილა საკუთარი თვალით. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქვეყნის გარკვეული რეგიონები ლოთობამ წალეკა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, მოსახლეობა იძულებული გახდა ანტიალკოჰოლური მოძრაობა სპონტანურად წამოეწყო 1858 წელს. რამდენიმე ხანში ანტიალკოჰოლური მოძრაობა მართლაც რომ ანტიალკოჰოლურ ამბოხებაში გადაიზარდა. ანტიალკოჰოლური ამბოხების ტალღამ რუსეთის 32 გუბერნია მოიცვა. საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი (ქალაქები, დაბები და სოფლები) გამოვიდა „ერის ძალადობრივად გამოსახიზლებლად”. ამბოხების მიმდინარეობისას, ადამიანთა გამძვინვარებული ბრბოები ანადგურებდნენ ყველა იმ დაწესებულებას, სადაც სპირტიან სასმელს მოიხმარდა მოსახლეობა და მათ დახურვას მოითხოვდა ხელისუფლებისაგან. თავს ესხმოდნენ ლუდსახარშებსა და ღვინის ქარხნებს.

რამდენიმე ხანში ამბოხებულებს სამთავრობო ჯარები სასტიკად გაუსწორდნენ. „ანტიალკოჰოლური საქმის” გამო 111 000 ადამიანი დასაჯეს ციხით. 800 მათგანს კი განსაკუთრებული სისასტიკით მოეპყრნენ. ისინი არა მარტო მხეცურად სცემეს საჯაროდ ხელკეტებით, არამედ ციმბირის შორეულ გზასაც გაუყენეს ხანგრძლივი ვადით.

ამბოხების მიმდინარეობისას, სულ რაღაც ორიოდე დღეში მარტო სარატოველმა ამბოხებულებმა 37 საზკვების ობიექტი (ტავერნები, კაფე-ბარები და ასე შემდეგ) გაანადგურეს. მოგვიანებით, მათი აღდგენა ამბოხებულების ხარჯზევე განხორციელდა. ანტიალკოჰოლურ ამბოხებას მთავრობამ 1859 წელს მოუღო ბოლო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>