ივანე კრილოვი – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია, რომ გამოჩენილი რუსი იგავთ მწერალი - ივანე კრილოვი (1769-1844 წლები), განსაკუთრებული გემოთმოყვარეობით გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენდა. მისი განუზომელი მადის შესახებ ყველა იყო ინფორმირებული. მათ შორის, საიმპერატორო სასახლის კარზეც. (ავტორი გენია.ჯი) ლიტერატორს ნაკლებად აღელვებდა იმ საკვების სარგებლიანობა, რომელსაც ასე დიდი რაოდენობით მიირთმევდა, მთავარ მიზანი მისთვის ამ შემთხვევაში – კარგად დანაყრება იყო. ამიტომაც იყო იგი ეგზომ მსუქანი.
ცნობილია ისიც, რომ კრილოვი ხშირი პირადი სტუმარი გახლდათ დაქვრივებული დედოფლისა სასახლის კარზე. მის მიმართ იმპერატორის ოჯახი ყოველთვის იჩენდა ყურადღებას. იცოდნენ რა, კრილოვის გემოთმოყვარეობის შესახებ სასახლის კარზე, სტუმრად მყოფ სახელოვან მეიგავეს თითოეულ იმ კერძს სთავაზობდნენ, რაც იმ დღით დამზადდა საიმპერატორო სასახლის უზარმაზარ სამზარეულოში. მიუხედავად ამისა, ივანე მაინც უკმაყოფილო რჩებოდა ყოველთვის. „უგემური და ბანალურად ცოტა კერძებიაო”, – წუხდა ლიტერატორი.
სამეფო კარზე დანაყრებისა და სასახლის დატოვების შემდეგ, საკვებით „არასრულფასოვნად” დაკმაყოფილებული კრილოვი ყოველჯერზე თავისი რომელიმე ახლობლის სახლს სტუმრობდა, რათა იქ დაესრულებინა „ღირსეულად” დედოფალთან დაწყებული ტრაპეზი.
ივანე კრილოვის გარდაცვალებას თან უამრავი ჭორ-მართალის გავრცელება მოჰყვა ხალხში. ვინ რას ასახელებდა მისი აღსასრულის მიზეზად და ვინ რას. ერთნი იმასაც კი ირწმუნებოდნენ, კრილოვი თევზის დიდი რაოდენობით შეჭმამ იმსხვერპლაო. სინამდვილეში, გემოთმოყვარე რუსი ლიტერატორი ბანალურმა პნევმონიამ იმსხვერპლა. – (ავტორი გენია.ჯი)