კარლოს I დიდი – „ეპიზოდი”
თავისი ზეობის პიკში მყოფი „თანამედროვე ევროპის მამად” წოდებული სახელოვანი ფრანკთა მეფე – კარლოს I დიდი (742-814 წლები), ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი ქვეყნის ჩრდილოეთით განთავსებული რეგიონის სანაპიროებს ესტუმრა. ადგილობრივ ციხე-სიმაგრეში გამართული ტრაპეზის ჟამს კარლოსმა სარკმლიდან სანაპიროსთან ახლოს მყოფი ვიკინგების რამდენიმე ხომალდი შენიშნა. (ავტორი გენია.ჯი) მასპინძლებმა და მეფის თანამგზავრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხომალდები ჩრდილოეთელი ვაჭრებისა უნდა ყოფილიყო, თუმცა მბრძანებელმა ძალიან კარგად იცოდა, როგორ მეომარ ხალხს ეკუთვნოდა ისინი და იცოდა ისიც, რა იყო მათი მიზანი. შედეგად, ციხე-სიმაგრეში უმალ განგაში გამოცხადდა. ფრანკ მეომართა ნაწილი სანაპიროზე გამაგრდა, ნაწილიც ციხე-სიმაგრეში. მათი მოქმედებები შეუმჩნეველი არ დარჩენია ვიკინგებს, რის გამოც მალევე გაეცალნენ ფრანკთა სამეფოს სანაპიროს.
როდესაც ყველაფერი დაწყნარდა და ქვეშევრდომებიც თავთავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ, ისინი უნიკალური სცენის შემსწრენი აღმოჩნდნენ: დასავლეთის იმპერიის ამაღორძინებელი ტიტანი მეფე, საღვთო რომის ძლევამოსილი იმპერატორი, ვისაც ათეულობით ბრძოლაში არ შეუხრია წარბი, ჩვეულებრივი, პატარა მოკვდავივი კაცივით – ტიროდა. კარლოსს ვერავინ შეჰბედა ტირილის მიზეზის გამოკითხვა. თუმცა მან თავად ახსნა თავისი მწუხარების გარემოება: „თქვენ იცით, რატომ ვტირი ასე მწარედ, ჩემო ერთგულო მსახურებო? მე არამც და არამც არ მეშინია, რომ ეგ ნაძირლები რაიმეს მავნებენ (მეფეს ვიკინგები ჰყავდა მხედველობაში). ჩემი სული მხოლოდ იმაზე სწუხს, რომ მათმა ეს ჩემივე სიცოცხლეში გაბედეს და ჩემი ქვეყნის სანაპიროებს შეეხნენ… და მე შემიპყრო გამანადგურებელმა მწუხარებამ იმაზე, როცა წარმოვიდგენ, რა უბედურებებს მოუტანენ ისინი მომავალში ჩემს შთამომავლებსა და ქვეშევრდომებს”.
კარლოსის ნაწინასწარმეტყველები სრული ჭეშმარიტება აღმოჩნდა მართლაც. – (ავტორი გენია.ჯი)