მარია ტეკელი – „ეპიზოდი”
გაერთიანებული სამეფოს ესოდენ ცნობილი დედოფლის – ელისაბედ მეორის ბებია მამის მხრიდან – მარია ტეკელი (1867-1953 წლები), ვინაც ერთ დროს ინდოეთის იმპერატორის საპატიო ტიტულსაც ატარებდა, ქურდობისადმი ავადმყოფური მიდრეკილებით – „კლეპტომანიით” იყო დაავადებული. (ავტორი გენია.ჯი) მას განსაკუთრებით იზიდავდა თურმე მშვენიერი, მბრწყინავი ნივთები და მათი მოპარვის მეთოდებიც უმაღლეს დონეზე ჰქონია დახვეწილი.
თუმცა მას სხვა საშუალებაც გააჩნდა ამა თუ იმ ნივთის ხელში ჩაგდებისა. ასე მაგალითად: რომელიმე ახლობელთან სტუმრად მყოფი მარია გაფაციცებით დაეძებდა ხოლმე თვალებით იმ საგნებს, რომლებიც ასე მოსწონდა მას. აღმოჩენის შემთხვევაში იგი უსიტყვოდ იდგა მის მიერ მოწონებული ნივთის წინ და დიდი ხნის განმავლობაში საგულდაგულოდ აკვირდებოდა მას. ეს უტყუარი ნიშანი იყო იმისა, რომ მფლობელი ამ ნივთს აუცილებლად უნდა გამომშვიდობებოდა. იმ შემთხვევაში, თუ მასპინძელი სტუმრის ცნობისმოყვარეობაზე ისეთ სახეს მიიღებდა, თითქოს ვერაფერს ამჩნევდა, მაშინ დედოფალი ხმამაღლა იწყებდა მშვენიერი ნივთის ქება-დიდებას. ასეთ დროს, მასპინძელი იძულებული ხდებოდა ეგზომ საპატიო სტუმრისათვის იგი „დიდსულოვნად” დაეთმო, ეჩუქებინა.
საქმე როდესაც ოჯახის იშვიათ რელიქვიას შეეხებოდა, მარია ტეკელი ზემოაღნიშნულ მეთოდს აღარ მიმართავდა. იგი უბრალოდ ყველასაგან შეუმჩნევლად იპარავდა მას.
და რადგანაც ყველამ იცოდა დედოფლის ეს არასახარბიელო თვისება, მისი სტუმრობის წინ მასპინძლები ყველა იმ ნივთს მალავდნენ სახლში, რომლების შესაძლო იყო მარიას მოსწონებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)