მაქსიმ გორკი – „ეპიზოდი”
საბჭოთა ლიტერატურის ფუძემდებელ რუს მწერალს - მაქსიმ გორკის (1868-1936 წლები), ვინაც ყველასგან მოითხოვდა ქედი მოეხარათ მისი ლიტერატურული ტალანტის წინაშე, ძალიან უყვარდა ხოლმე პუბლიკის წინაშე – ცრემლის გამოჩენა, ტირილი, როდესაც რაიმე ტრაგიკული მოვლენის შესახებ მოუთხრობდა მას. (ავტორი გენია.ჯი) იგი ცრემლად იღვრებოდა მაშინაც, როდესაც ლევ ტოლსტოის შესახებ იწყებდა მოგონებებს. გარდა ამისა, იცრემლებოდა საკუთარი ნაწარმოებების გადაკითხვის დროსაც. ყოველივე ამის ფონზე კი საკვირველია ის უკიდურესი გულგრილობა, რომელიც თითქოსდა ამ გულჩვილმა კაცმა გამოიჩინა საკუთარი ვაჟის გარდაცვალების შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, რუს ლიტერატორს ერთადერთი, თავისივე მოსახელე ვაჟიშვილი – მაქსიმი ჰყავდა (ერთიც გოგონა). 1934 წელს უმცროსი მაქსიმი პნევმონიით დაავადდა. დაავადებით, რომელიც იმ პერიოდში ძნელად იკურნებოდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ავადმყოფი სიცხისაგან იწვოდა. და მაშინ, როდესაც მომაკვდავი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა, მამა თავისი ერთადერთი ვაჟიშვილის საწოლთან კი არ იმყოფებოდა და მასზე კი არ მზრუნველობდა, არამედ გვერდით ოთახში სრულიად უსაგნო დისპუტში იყო ჩართული პროფესორ სპერანსკისთან სულის უკვდავების თემატიკაზე.
როდესაც მაქსიმს შვილის გარდაცვალება აუწყეს, იგი რამდენიმე ხნით დადუმდა, მერე კი კვლავაც უსაგნო დავა განაგრძო თავისივე გულგრილობით გაოგნებულ სპერანსკისთან.
ამიტომაც სვამენ ხოლმე ლიტერატორის ბიოგრაფები რიტორიკულ შეკითხვას – „რომელ შემთხვევაში იყო მაქსიმ გორკი ნამდვილი – როცა ყველანაირ გარემოებაზე ტიროდა, თუ როცა გულგრილად რეაგირებდა საკუთარი ვაჟის სიკვდილზეო?!”. – (ავტორი გენია.ჯი)
მაქსიმ „უმცროსი” და მაქსიმ „უფროსი” გორკები