გუდასტვირი – „ეპიზოდი”
ისეთი დიდებული მუსიკალური ინსტრუმენტი, როგორიც გახლავთ - „გუდასტვირი”, ერთადერთი სახეობის მუსიკალური ინსტრუმენტია, რომელიც ინგლისურმა სასამართლომ 1746 წლის 2 ოქტომბერს ოფიციალურად სცნო – იარაღად. (ავტორი გენია.ჯი) 1745 წელს ინგლისში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ახალი ხელისუფლების მიერ დაკავებული იქნა შოტლანდიურ ქალაქ დანდიში მცხოვრები მუსიკოსი (მესტვირე) – ჯეიმზ რეიდი. დაკითხვებისას იგი ირწმუნებოდა, რომ პრინც ჩარლზის მხარეს კი იმყოფებოდა, თუმცა იარაღი არასოდეს აუსხამს და მითუმეტეს, არ გამოუყენებია. ერთადერთი, რასაც იგი ბრძოლის ჟამს თან ატარებდა – „შოტლანდიური გუდასტვირი” გახლდათ და, მისი ერთადერთი ფუნქციაც – მესტვირეობა იყო, სხვა არაფერი.
ამ დროს კი ცნობილია, რომ შოტლანდიური გუდასტვირის ხმა შოტლანდიელებს ბრძოლაში ჩართვისაკენ მოუწოდებდა. გარდა აღნიშნული დანიშნულებისა, ბრძოლის მიმდინარეობისას მესტვირეები სწორედ რომ გუდასტვირის მუსიკის საშუალებით ამცნობდნენ კონფიდიციალურ სიგნალებს შოტლანდიელ მეომრებს, გასცემდნენ ბრძანებებს. დაფდაფებსაც ასეთივე დანიშნულება გააჩნდა, თუმცა მათი ხმა გუდასტვირის ხმასთან შედარებით გაცილებით მოკლე დისტანციაზე ისმოდა. შედეგად, ძირითადი დატვირთვა ამ მხრივ შოტლანდიურ არმიაში, გუდასტვირს გააჩნდა და არა დაფ-ნაღარას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გამო ინგლისელებს იმთავითვე საშინელი სიძულვილი დასჩემდათ გუდასტვირის მიმართ. და აი დაუდგათ შურისძიების ჟამიც…
1746 წლის 2 ოქტომბერს ინგლისურმა სასამართლომ გუდასტვირს, ამ შესანიშნავ მუსიკალურ ინსტრუმენტს – იარაღის სტატუსი მიანიჭა ოფიციალურად. შედეგად, მესტვირე – ჯეიმ რეიდი ჩამოახრჩვეს. – (ავტორი გენია.ჯი)