იცით თუ არა, რომ?!
1. ძაღლისგან განსხვავებით, კატას არ შეუძლია არ იკვებოს ცხოველური წარმოშობის საკვებით, და მაშასადამე, არ შეუძლია იყოს ვეგეტარიანელი. ასეთ შემთხვევაში კატას ჯერ დაბრმავება ელის, შემდგომ კი სულაც სიკვდილი. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი არსების – კაშალოტის კბილი ერთ კილოგრამამდე იწონის.
* * *
3. აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, ვინაც თეთრ სახლში პირად მდივნად შავკანიანი ადამიანი (გოგონა) აიყვანა სამუშაოდ, ქვეყნის რიგით 36-ე პრეზიდენტი – ლინდონ ჯონსონი გახლდათ. გოგონას სახელი კი – ჯერალდინ ვაშინგტონი იყო.
* * *
4. ებრაული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთმა შვედმა მილიონერმა – იოჰან ელიაშმა, 2005 წელს ამაზონის გაუვალ ჯუნგლებში 400 000 აკრი მიწა ერთადერთი მიზნით შეისყიდა: გადაერჩინა ტყე განადგურებისაგან.
* * *
5. ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტზე ბინადრობდნენ გიგანტური პინგვინები, რომელთა სიმაღლე 2 მეტრს შეადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ჩვენს სამყაროში ყველაზე იდეალური სფეროს ფორმა – მზეს გააჩნია.
* * *
7. დღეისათავის ბოტანიკოსებისათვის კაქტუსის 1 750 სახეობაა ცნობილი.
* * *
8. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ისეთ გერმანელ კომპოზიტორს, როგორიცაა – ჰანს ციმერი, ავტორს მუსიკებისა მხატვრული ფილმებისათვის – „გლადიატორი”, „კარიბის ზღვის მეკობრეები”, „უკანასკნელი სამურაი”, არანაირი მუსიკალური განათლება არ გააჩნია.
* * *
9. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობაში ბრალდებული – ლი ჰარვი ოსვალდის დაკრძალვას არც ერთი მისი ნათესავი და ახლობელი არ დასწრებია. შედეგად, მისი კუბოს საფლავში ჩასვენება იმ რეპორტიორებს მოუხდათ, რომლებიც ოსვალდის დაკრძალვის პროცესიას აშუქებდნენ.
* * *
10. ჟესტების ენას მსოფლიოს ორმოც ქვეყანაში ოფიციალური ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. – (ავტორი გენია.ჯი)