რეზერფორდ ჰეისი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-19 პრეზიდენტი – რეზერფორდ ბიორჰარდ ჰეისი (1822-1893 წლები), თითქმის ყოველდღიურად აკეთებდა ჩანაწერებს საკუთარ დღიურში. (ავტორი გენია.ჯი) მას ეს თვისება არც პრეზიდენტობამდე მოუშლია, არც პრეზიდენტობის ჟამს და არც პრეზიდენტობის შემდეგ. ყველა ამ პერიოდში, იგი გამუდმებით აწარმოებდა დღიურებს, რომლებშიაც უამრავი საინტერესო მოვლენა და ფაქტი აღწერა. ასე მაგალითად: 1888 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ ჩანაწერში (მაშინ რეზერფორდს დატოვებული ჰქონდა უკვე პრეზიდენტის პოსტი), მის მიერ გაკეთებულ ერთ მეტად საინტერესო პოლიტიკურ შეფასებას ვკითხულობთ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ: „ეს უკვე აღარ არის ხალხის ხელისუფლება, რომელიც მართავს ხალხს და ზრუნავს ხალხზე. ეს – გახლავთ სამთავრობო კორპორაცია, რომელიც მართავს კორპორაციებს და ზრუნავს კორპორაციბზე”.
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ აშშ-ის რიგით მე-19 პრეზიდენტის სახელს ატარებს პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში მოქმედი საფეხბურთო კლუბი. „პრეზიდენტი ჰეისი” – აი, ასე ჰქვია ამ პარაგვაულ საფეხბურთო კლუბს, რომელმაც თავისი არსებობის ისტორიაში ერთადერთხელ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. ეგზომ დიდი პატივი პარაგვაელებემა ამერიკელ პოლიტიკოსს იმიტომ დასდეს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის მოსამართლედ მუშაობის პერიოდში, მიწის შესახებ წარმოშობილი დავა არგენტინელთა და პარაგვაელთა შორის, ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. – (ავტორი გენია.ჯი)
საფეხბურთო კლუბის – „პრეზიდენტი ჰეისი”-ს ლოგო