ბილი ჯოელი – „ეპიზოდი”

ექვსგზის „გრემის” საპატიო ჯილდოს მფლობელი დიდი ამერიკელი მუსიკოსი - ბილი ჯოელი , ვინაც ხშირად ანებივრებს მუსიკის მოყვარულებს თავისი შესანიშნავი კონცერტებით, თითოეული კონცერტის ორგანიზატორისაგან ყოველთვის ერთსა და იმავე მოითხოვს კატეგორიულად: არავითარ შემთხვევაში არანაირ ფასად არ გაიყიდოს პარტერში პირველი რიგების ბილეთები. (ავტორი გენია.ჯი) ეგზომ საუკეთესო ადგილებით ჯოელი თავისი შემოქმედების იმ ფანატებს აჯილდოვებს კონცერტის წინ, რომლებსაც ფინანსური სიძნელეების გამოისობით ყველაზე იაფფასიანი ბილეთები ჰქონდათ შეძენილი და, რომელთაც, შედეგად, ყველაზე ცუდი ადგილები ხვდათ წილად დარბაზში. „ასეთ შემთხვევაში მე მირჩევნია ჩემს თვალწინ იმყოფებოდეს არა რომელიმე მდიდარი ადამიანი თავის ფაფუკ თანამგზავრთან ერთად, არამედ ის, ვისთანაც ყველაზე ახლოა ჩემი მუსიკალური ხელოვნებაო”, – აცხადებს აღნიშნული საკითხის შესახებ ამერიკელი მუსიკოსი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>