ჯორჯ სტირლინგი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი ამერიკელი მწერალი და პოეტი – ჯორჯ სტირლინგი (1869-1926 წლები), ვისაც ბოჰემური ცხოვრებისადმი განსაკუთრებული ლტოლვის გამო მეგობრებმა – „ბოჰემის უგვირგვინო მეფე” შეარქვეს, ნარკოტიკების მომხმარებელ ხელოვანს წარმოადგენდა. ამ უმავნებელესმა ჩვევამ დროთა განმავლობაში მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ერთობ უარყოფითი გავლენა იქონია და რამდენიმე ფობიითაც დაავადა იგი. (ავტორი გენია.ჯი) ექიმის ვაჟს იმთავითვე იოლი წვდომა გააჩნდა ნებისმიერი სახის ნარკოტიკთან. ისიც, იმას მოიხმარდა ყოველთვის, რომელიც ასე ძალიან მოსწონდა. ჯორჯის მეუღლის მტკიცებით, ლიტერატორი იმდენად გაუტაცია ერთ ხანს ნარკომანიას, რომ მას ყოველგვარ მორალზე აუღია ხელი და დიდი ოდენობით ოპიუმიც კი მოუპარავს საკუთარი ძმისთვის – უიკჰემისთვის.
საინტერესოა ის გარემოება, რომ ჯორჯს მუდმივად თან ჰქონდა ისეთი საშინელი მომწავლავი ნივთიერება, როგორიც გახლავთ – კალიუმის ციანიდი. როდესაც ჰკითხავდნენ ხოლმე, რატომ დაატარებდა იგი ამ მომაკვდინებელ ნივთიერებას, მწერალი ყოველთვის ერთსა და იმავე მრავლისმეტყველ პასუხს იძლეოდა – „ციხე სახლად იქცევა მაშინ, თუკი მისი გასაღები ხელთ გაქვსო”. – (ავტორი გენია.ჯი)