ალოის ალცჰაიმერი – „ეპიზოდი”
1906 წლის 3 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ტიუბინგენში ჩატარებული იქნა ფსიქიატრთა კონფერენცია, სადაც ერთ-ერთ მომხსენებლად სიტყვით გამოვიდა იმ დროისათვის ყველასათვის უცნობი გერმანელი ფსიქიატრი და ნევროლოგი - ალოის ალცჰაიმერი (1864-1915 წლები). (ავტორი გენია.ჯი) სიტყვით გამოსვლისას მედიკოსი შეეცადა დამსწრე საზოგადოებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ ავადმყოფობის შესახებ, რომელიც მანამდე არავის გამოუკვლევია და რომელსაც მოგვიანებით მისივე სახელი ეწოდა – „ალცჰაიმერის დაავადება”. მოულოდნელად, დარბაზში უკმაყოფილო შეძახილები გაისმა. რამდენიმე ხანში სიტუაცია იქამდე დაიძაბა, რომ დაცინვის ფონზე ალოისი კოლეგებმა ტრიბუნიდანაც კი ჩამოაგდეს. კონფერენციაში მონაწილე მედიკოსების აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ ახალი ორატორისაგან ისინი მანიაკალური მასტრუბაციის შესახებ მოელოდნენ მოხსენების გაკეთებას და არა მათთვის სრულიად უცნობი (შესაძლოა არარსებული) დაავადების შესახებ. – (ავტორი გენია.ჯი)