ლაიონელ რიჩი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი პოპ-მომღერალი – ლაიონელ რიჩი, ალაბამას შტატში მოევლინა ქვეყნიერებას. მისი ბავშვობის ჟამს აღნიშნულ შტატში რასობრივი სეგრეგაცია განსაკუთრებით ჰყვაოდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ მშვენიერ დღეს ლაიონელი მამამ, ლაიონელ ბროკმან რიჩი-უფროსმა ქალაქის ქუჩებში გაასეირნა, რა დროსაც შავკანიანმა ბავშვმა მისდა უნებურად, თეთრკანიანებისთვის განკუთვნილი შადრევნიდან დალია წყალი. ამ ფაქტმა თვითმხილველი თეთრკანიანები ძალიან გააღიზიანა, რის გამოც ბავშვის მამაზე გაიწიეს. როგორც კი მოსალოდნელი საფრთხე შეიგრძნო, ლაიონელ ბროკმანმა ბავშვს ხელი დაავლო და თავქუდმოგლეჯილი გაეცალა იმ ადგილს. სამშვიდობოზე გასვლის შემდეგ, მამის საქციელით გაკვირვებულმა ლაიონელმა მშობელს იმის მიზეზი ჰკითხა, რის გამოც არ გაჩერდა და არ ჩაერთო იგი მათთან ხელჩართულ დაპირისპირებაში. დასმულ შეკითხვაზე მამამ თავის პატარა ვაჟს შემდეგი პასუხი გასცა: „მე მქონდა არჩევანი: ან ვაჟკაცად დავრჩენილიყავი, ან მამად. მე ეს უკანასკნელი ვამჯობინე”. – (ავტორი გენია.ჯი)