ჯორჯ ფორმენი – „ეპიზოდი”
კრივში ორგზის მსოფლიოსა და ერთგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს – ჯორჯ ფორმენს ხუთი ვაჟიშვილი ჰაყვს. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ თითოეულ მათგანს მამამ სახელად საკუთარი სახელი – ჯორჯი შეურჩია. შესაბამისად, მოკრივის ხუთივე ვაჟიშვილს – ჯორჯი ჰქვია. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ ფორმენს ჰკითხეს კიდეც, რატომ დაარქვა ყველა თავის ვაჟიშვილს სახელად ჯორჯი, რაზედაც მან ერთობ საინტერესო პასუხი გასცა: „ჯო ფრეიზერი, მუჰამედ ალი, კენ ნორტონი, ევანდერ ჰოლიფილდი. ყველა ამათგანმა რომ თავში დაგარტყათ, კარგად ვნახავთ, რამდენი სახელის მოფიქრების უნარი შეგრჩებათო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯორჯ ფორმენისა და მუჰამედ ალის ორთაბრძოლა