ტარიელ ჭანტურია – „ლომის პორტრეტი”
ვერ ვიტყვი, თითქოს არ ვუყვარდე გოგონას ჩემსას,
მაგრამ მე უფრო მეტად მიყვარს გოგონა ჩემი!
ვერ ვიტყვი, თითქოს არ ვუყვარდე ძმაკაცებს ჩემსას,
მაგრამ მე უფრო მეტად მიყვარს ბიჭები ჩემი!
ვერ ვიტყვი, თითქოს არ ვუყვარდე სამშობლოს ჩემსას,
მაგრამ მე უფრო მეტად მიყვარს სამშობლო ჩემი!
და კიდევ ერთი ღირსება აქვს სიცოცხლეს ჩემსას:
თქვენს სიცოცხლეზე ნაკლებ მიყვარს სიცოცხლე ჩემი!