ტარიელ ჭანტურია წერდა…
„ბრიყვო! მთაწმინდას რას დაინახავ, თუ წიწამური არ გაიარე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭეშმარიტება სიცოცხლისა მდიდრის კარზე მიგდებული ბავშვივითაა: არ იცის, დედა ვინ იყო მისი, რა ერქვა მამას, ან თუ და-ძმა ოდესმე ჰყავდა…”
* * *
„დამიჯერეთ: მომავალი არავის იღებს უწარსულოდ!”
* * *
„…და დედამიწას, როგორც ცარიელ საკარაქეს, დახედავს ერთხელ ადამიანი, და რომ შიმშილი გადაივიწყოს – დაწვება და დაიძინებს!..” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სისულელეა ყველაფერი! სისულელეა!”
* * *
„ატარებს ღმერთი ერთდროულად თამაშის სეანსს სამნახევარ მილიარდ დაფაზე: „გროსმაისტერმა გაიმარჯვა ყველა შეხვედრაში”.
* * *
„სიცოცხლე უნდა მოასწრო!”