ივანე ურჯუმელაშვილი წერდა…
„საუკუნეების ქარტეხილებში მოძალადე მტერთან ბრძოლაში ნადგურდებოდა ჩვენი ერი! და თუ გადავრჩით, არ გადავშენდით, მრავალშვილიან ქართველ დედას უნდა ვუმადლოდეთ!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეტყობა, ასეთია სიჭაბუკის ხანა! ქვეყანას იმედის თვალით უცქერი, გწამს ადამიანებისა, გწამს ცხოვრებისა, გჯერა, რომ ბოროტს კეთილი სძლევს, ბნელს ნათელი შესცვლის!”
* * *
„სიდინჯე გმობილი სჯობს, სიჩქარეს ქებულს”.
* * *
„გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანები მორჭმულთაკენ (გამარჯვებულთაკენ) იხრებიან, მათ მორჩილებაში ყოფნას ამჯობინებენ!”
* * *
„თურმე ადამიანს ყინვაში ალღო უმახვილდება, მუხლიც გამძლე უხდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინც დანაშაულს აღიარებს, უთუოდ მის გამოსწორებასაც შესძლებს”.
* * *
„ომი უწინარეს ყოვლისა, უმწეობაა, უსამართლობა, ქაოსი!”
* * *
„ეტყობა, კაცი პასუხისმგებლობას რომ გრძნობს, მოზღვავებულ ენერგიასთან ერთად გონიერიც ხდება, სმენა უმახვილდება, თვალიც გამჭრიახი უხდება”.
* * *
„რა გულის მღრნელი რამ ყოფილა ეჭვი. თურმე იმ ტიალმა თუ ერთხელ კაცის გულში დაისადგურა, მერე რამდენიც არ უნდა ეცადო, თავიდან ვერ მოიცილებ”.
* * *
„ – მხდალს, მშიშარას დამალვა ეცოდინება, მაშ რა იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)