ტარიელ ჭანტურია – „რეაბილიტიციან”

მინდვრის ყვავილიდან – ცისკრის მნათობამდე!

ირმის ბღავილიდან – „ირმის ნახტომამდე!”

სიზმრის ნაპირიდან – სიზმრის ახდომამდე!

ჯვარცმით – აღდგომამდე!

ჯვარცმით – აღდგომამდე!

* * *

იჯდა. თამაშობდა. ნუო, დაუშალეს!

კოშკი საოცნებო – წიხლით დაუშალეს!

ტანიტს – იტირეო – თმები გაუშალეს!

ცივი სარეცელი ქვებში გაუშალეს!

ჯვარცმით – აღდგომამდე!

ჯვარცმით – აღდგომამდე!..

კომენტარის დატოვება