ბრემ სტოკერი – „ეპიზოდი”
დიდ ირლანდიელ მწერლებს – ბრემ სტოკერსა და ოსკარ უაილდს ერთმანეთთან ახლო მეგობრობა აკავშირებდათ, თუმცა სიყვარულის მძლეთამძლე გრძნობას, როგორც აღმოჩნდა, მაინც ვერ გაუმკლავდა ვერც ერთი მათგანი. (ავტორი გენია.ჯი) ლიტერატორებს ერთი და იგივე ქალი – ფლორენს ბელკჰემი შეუყვარდათ. მიუხედავად მეგობრობისა, უკან დახევა არც ერთ მათგანს არ უცდია და თითოეულმა შესთავაზა თავისი ხელი სატრფოს. გოგონამ არჩევანი ბრემ სტოკერის სასარგებლოდ გააკეთა და მასთან 1878 წელს ოფიციალურადაც იქორწინა.
სტოკერს თავისმა ყველაზე ცნობილმა ლიტერატურულმა ქმნილებამ – „დრაკულა”, რომელსაც 8 წლის განმავლობაში წერდა იგი, ავტორს დიდი წარმატება ვერ მოუტანა. ის კი არადა, მწერალი სულაც ისე აღესრულა, რომ თავისი საუკეთესო ნაწარმოების სათანადოდ აღიარებას ვერ მოესწრო. პოპულარობა „დრაკულა”-მ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდგომ პერიოდში მოიპოვა. იმთავითვე სიდუხჭირეში მაცხოვრებელ სტოკერს ცხოვრების ბოლო წლების გატარება განსაკუთრებულ სიღარიბეში მოუხდა. იგი გაჭირვებამ იქამდეც კი მიიყვანა, რომ იძულებული გახდა დახმარებისათვის „ლიტერატურის სამეფო საზოგადოებისთვის” მიემართა.
ბრემ სტოკერი 1912 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, მწერალი პარალიჩს ემსხვერპლა, თუმცა მისივე ნათესავის მტკიცებით, იგი სიფილისმა შეიწირა. – (ავტორი გენია.ჯი)
ოსკარ უაილდი
ფლორენს ბელკჰემი