კლავდიუსი – „ეპიზოდი”
„ყველაზე ცნობილი გასტრონომი რომის პირველ იმპერატორთა შორის” – ასე მოიხსენიებს პრეტორიანელთა გვარდიის მიერ იმპერატორად გამოცხადებულ – კლავდიუსს (ძვ.წ.აღ-ით 10-ახ.წ.აღ-ით 54 წლები) რიგი ავტორებისა. და მართლაც, რასაც კი ეს კაცი განსაკუთრებით ეტრფოდა სწორედ რომ – გემოთმოყვარეობა და ბახუსის სასმელი იყო. (ავტორი გენია.ჯი) სუფრას ტრაპეზზე მყოფი კლავდიუსი ყოველთვის ბოლოს ტოვებდა. ხშირად საერთოდაც არ ტოვებდა და კარგად ნაჭამ-ნასვამი იქვე, მაგიდაზევე დებდა თავს და იძინებდა. ძილის პროცესში, სპეციალურად ამ საქმეში დახელოვნებული მონები იმპერატორს ფრინველთა ბუმბულებს უდებდნენ პირის ღრუში და ასე ცდილობდნენ პირღებინება გამოეწვიათ მასში. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობდა უხვი საჭმელ-სასმელისაგან უზომოდ გადატვირთული ღვიძლის განტვირთვას.
კლავდიუსს ყველაზე მეტად მაინც თეთრი სოკოსაგან დამზადებული კერძები უყვარდა თურმე. ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, იგი სწორედ რომ მის საყვარელ კერძში ჩაყრილმა საწამლავმა იმსხვერპლა საბოლოო ჯამში. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ მოგვიანებით, მისმა შემცვლელმა რომის საიმპერატორო ტახტზე, ოდიოზმა – ნერონმა, თეთრ სოკოს, სოკოს, რომელმაც მისი წინამორბედი გაისტუმრა უდროოდ იმიერში, ერთობ ირონიული მნიშვნელობით უწოდა – „ღვთაებრივი სოკო”. – (ავტორი გენია.ჯი)