ნერონი – „ეპიზოდი”
„მამულის მამად” თვითწოდებული რომის უსასტიკესი იმპერატორის – ნერონის (37-68 წლები) უსაყვარლეს სასმელს, გაგიკვირდებათ და… წყალი წარმოადგენდა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ამ ოდიოზმა კაცმა თავად შეიმუშავა „ახალი მეთოდი” სასმელი წყლის დამზადებისა. (ავტორი გენია.ჯი) ეს კი, თავის მხრივ, შემდეგში მდგომარეობდა: თავდაპირველად დუღდებოდა წყალი. მერე ადუღებული წყალი ისხმებოდა მინის ჭურჭელში. ბოლოს, წლით სავსე მინის ჭურჭელი უცილობლად თოვლში ცივდებოდა.
ერთადერთი წყალი, რომლითაც ნერონი მუდმივად სარგებლობდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო იგი, სწორედ რომ მის მიერ „ახალი მეთოდით” მიღებული წყალი გახლდათ.
ნერონამდე სხვა ძველი ხალხებიც გამოიყენებდა ამდაგვარ მეთოდს, თუმცა მაინცადამაინც თოვლით ისინი არ და ვერც აცივებდნენ გასაგები მიზეზების გამო ადუღებულ წყალს. მათ სჯეროდათ, რომ გადადუღებული წყალი სასარგებლო იყო ჯანმრთელობისათვის.
თოვლით განებივრებული „მარადიული ქალაქი” ყველა სეზონზე არ ყოფილა, რა თქმა უნდა. შედეგად, თოვლის მოძიება რომში შეუძლებელ მოვლენას წარმოადგენდა ხშირად. ამიტომაც იყო, რომ ერთადერთი კატეგორია რომაელებისა, ვისაც ნერონის „პრესტიჟული მეთოდით” წყლის დამზადების უფლება შეიძლებოდა მიეცა საკუთარი თავისთვის, მდიდარი რომაელები იყვნენ. მათ საკუთრებაში იმყოფებოდა მონების მთელი შტატი, რომელთაც თავიანთი ბატონები ყოველდღიურად უნდა უზრუნველყოთ იმპერიის სხვადასხვა რეგიონებიდან ახალ-ახალი თოვლის პარტიებით. – (ავტორი გენია.ჯი)