პროსკრიპციის ისტორიიდან…

ლუციუს კორნელიუს სულა ფელიქსი (ძვ.წ.აღ-ით 138-78 წლები) „კრეატიული” იდეებით გამორჩეულ რომის დიქტატორს წარმოადგენდა. მის ერთ-ერთ „კრეატიულ გამოხდომას” შეადგენდა ავადსახსენებელი – „პროსკრიპციის” შემოღება: სიები, რომლებშიაც შეყვანილნი იყვნენ კანონგარეშედ გამოცხადებული ადამიანები. ასე რომ ვთქვათ, ხალხისა და სახელმწიფოს მტრებად შერაცხილი სიკვდილმისჯილები. (ავტორი გენია.ჯი)

ძვ.წ.აღ-ით 82 წელს სულას ლეგიონებმა რომი აიღო. იგი არასოდეს მალავდა, რომ შურისძიებას აპირებდა თავის მტრებზე. შედეგად, გახშირებულმა მკვლელობებმა რომი უმალვე მოიცვა. არავითარი სასამართლო, არანაირი კვლევა-ძიება. ადამიანებს უბრალოდ, კლავდნენ. კლავდნენ ისეთებსაც, რომელთაც სულას საწინააღმდეგო არაფერი გააჩნდათ. ერთი ის იყო, რომ სიკვდილით მათ დასჯას იმპერატორს საკუთარი გარემოცვა თხოვდა პირადი ინტერესის გათვალისწინებით. ცნობილი ფაქტია, რომ მეგობრებს სულაზე ძალიან დიდი გავლენა გააჩნდათ. იგი იმდენად დიდსულოვანი ბრძანდებოდა თავისი მეგობრების მიმართ, რამდენადაც დაუნდობელი იყო მტრების წინააღმდეგ. ამიტომაც აძლევდა იმპერატორი მათ ყველაფერი იმის უფლებას, რასაც თავად აკეთებდა. ისინიც ამით კარგად სარგებლობდნენ და სიცოცხლეს ასალმებდნენ არა მხოლოდ პირად მტრებსა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, არამედ ისეთებსაც, რომლებსაც კარგი სახლი ან აგარაკი გააჩნდათ. მოკლედ რომ ვთქვათ, გააჩნდათ ფული. მოკლულების ოჯახებს შემდგომ ქონებას ართმევდნენ და საკუთარ სახელებზე იფორმებდნენ.

იმ პერიოდში არავინ იცოდა, ვინ იქნებოდა შემდეგი მსხვერპლი სულას გათავხედებული მეგობრებისა, რის გამოც ქალაქი პათოლოგიურ შიშში ცხოვრობდა.

ერთხელ დიქტატორს მამაცმა რომაელმა სენატორმა – გაიუს მეტელუსმა შებედა და ასეთი რამ უთხრა – „ჩვენ უკვე აღარ გთხოვთ შეწყალებას, მაგრამ ის მაინც გვითხარი, ვინ არის შემდგომი მსხვერპლი, რათა დანარჩენმა სენატორებმა მცირეოდენი ხნით მაინც იგრძნონ შვებაო”. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან ქვეყანაში შემოეღო – „პროსკრიპცია”, პირველი სია სიკვდილმსჯილი ადამიანებისა. პირველ პროსკრიპციაში 80 ადამიანის სახელი იქნა შეტანილი. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დიქტატორს ბევრი ადამიანი გამორჩენია მხედველობიდან, რის გამოც სიაში შეყვანილ 80 ადამიანს ზემოდან 220 ადამიანი დაამატა კიდევ. შავ სიაში შეტანილი პირის მოკვლის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს გააჩნდა. ასეთი ადამიანის მოკვლა არა მხოლოდ დანაშაულად არ მიიჩნეოდა, არამედ ჯილდოვდებოდა კიდეც სახელმწიფოს მხრიდან.

დრო და დრო პროსკრიპციები, რომლებიც რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, ხალხისა და სახელმწიფოს მტრების ახალ-ახალი სახელებით ივსებოდა.

მოგვიანებით, სულას მიერ შემოღებულ „პროსკრიპციას” ისტორიკოსებმა – „ისტორიაში პირველი დაკანონებული პოლიტიკური ტერორი” უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)

სულა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>