ივანე ურჯუმელაშვილი წერდა…

„ეჰ, ჯერ კაცი არ მინახავს, ვისაც შექება, სულ ერთია იმსახურებს თუ არა, არ სიამოვნებდეს, სიმართლედ არ მიაჩნდეს!”

* * *

„უკან ცხოვრებაზე გულაყრილი, ურწმუნო, იმედდაკარგული ადამიანები იხედებიან. წინ კი ის იმზირება, ვისაც მომავლისა სჯერა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ომი როგორც უმსხვერპლოდაა წარმოუდგენელი, ასევე უტყვეოდ არ შეიძლება!”

* * *

„ტრაბახსა და ბაქიაობას ისა სჯობია, საქმემან შენმან გამოგაჩინოს…”

* * *

„ამქვეყნად შეუცვლელი არავინაა!”

* * *

„ეჰ, ომები ყოველთვის იყო და ალბათ, მერეც იქნება! რა არის ამის მიზეზი, ეს მე არ ვიცი! ბევრი თავიც რომ ვიტეხო, ვერ დავადგენ! ან რა ჩემი საქმეა?! დაე, მეცნიერებმა იკვლიონ! ეს კი ვიცი, რომ ომი ისეთი რამ არის, გინდა არ გნიდა, უნდა შეეგუო, უნდა შენც იომო”.

* * *

„შორიდან, საშიშროება რომ არ გველის, სისხლისღვრა სანახაობად მიგვაჩნია მისდამი ერთგვარ ცნობისმოყვარეობას ვიჩენთ”.

* * *

„ეჰ, რა ვერაგი, დაუნდობელი, განუკითხავია სიკვდილი!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>