მსახიობები – „ეპიზოდი”

მსახიობის ჯადოსნური პროფესია – სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა ხალხში სხვადასხვაგვარად ფასდებოდა ხოლმე. განსაკუთრებით ამ მხრივ მაინც ევროპის „ბებერი კონტინენტი” გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ზოგჯერ და ზოგგან წყალობდნენ მათ, ზოგჯერ და ზოგანაც სასტიკად დევნიდნენ, ავიწროვებდნენ და ამცირებდნენ. ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, რომ მსახიობების მიმართ განსაკუთრებული შეუვალობით გამოირჩეოდა რომის კათოლიკური ეკლესია. იყო პერიოდი, როდესაც ისინი საერთოდ განკვეთეს ეკლესიიდან. შედეგად, დასავლური ეკლესია მათ არც აზიარებდა და არც ეკლესიის მიერ ნაკურთხ წმინდა მიწაზე კრძალავდა.

კათოლიკური რომის მიერ მსახიობების წინააღმდეგ წარმოებულ აშკარა ბრძოლას არაერთი სავალალო ისტორია შემორჩა. ასე მაგალითად: ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ მსახიობად აღიარებული ქალის – ადრიენა ლეკუვრიორის ცხედარი, 1730 წელს უცნობი (უპატრონო) მიცვალებულისთვის განკუთვნილ სამარეში დაფლეს. იმ სამარეში, რომელიც შემდეგ სამუდამოდ იქნა ყველასათვის დაკარგული; უფრო ადრე, ანალოგიურად მოექცა კათოლიკური ეკლესია გენიალური ფრანგი კომედიოგრაფისა და მსახიობის – მოლიერის ცხედარსაც. ის კი არადა, ამ უკანასკნელს სულაც თვითმკვლელთა სასაფლაოზე მუჩინეს ადგილი…

ადრიენა ლეკუვრიორი

მოლიერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>