ალექსანდრე დიუმა – „ეპიზოდი”
„იგი ცხოვრებას სავსე კოვზით შეექცევაო”, – ამბობდნენ გენიალური ფრანგი ლიტერატორის – ალესანდრე დიუმას (1802-1870 წლები) შესახებ მისი თანამედროვეები. და მართლაც არის ამაში ჭეშმარიტება. (ავტორი გენია.ჯი) მას უზომოდ უყვარდა მდიდრული ზეიმების მოწყობა, მეგობრებისა და საყვარელი ქალების ძვირფასი საჩუქრებით განებივრება, პირველი კლასის რესტორნებში ვახშმობა და ხშირი სტუმრიანობა საკუთარ ბინაზე, რა დროსაც მოწვეულებს საკუთარი ხელით დამზადებული კერძებით უმასპინძლდებოდა. აი ასე აღწერდა ჟორჟ სანდი თავის შთაბეჭდილებას დიუმასთან ერთ-ერთი სტუმრობის შემდეგ: „მთელი ვახშამი, სალათიდან სუპამდე დიუმამ მოამზადა! რვა თუ ათი დასახელების შესანიშნავი კერძი. ისეთები, თითებს რომ გაილოკავ”.
ერთ-ერთი უკანასკნელი წიგნი, რომელიც კულინარიული ხელოვნების დიდებულად მცოდნე ამ შესანიშნავმა მწერალმა დაწერა 1870 წელს, სწორედ რომ კულინარიასთან გახლდათ დაკავშირებული, რაც მის სახელწოდებაშიც კარგად ჩანს – „დიდი კულინარიული ლექსიკონი”. აღნიშნული ხელნაწერი, რომელიც ათასი გვერდისგან შედგებოდა, ალექსანდრემ პარიზელ გამომცემელს – ალფონს ლემერს გადასცა გამოსაქვეყნებლად იმავე წლის მარტის თვეში. მასში 800 ნოველა იყო განთავსებული კულინარიულ თემატიკაზე.
დიუმა მხოლოდ ინოვაციური კერძების გამოგონებით არ იყო გამორჩეული. მან ასევე შეიმუშავა უგემრიელესი ჩაის მომზადების ბრწყინვალე მეთოდიც, რომელსაც თავად – „ალექსანდრე დიუმას საყვარელი ჩაი” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)