ედგარ ალან პო – „ეპიზოდი”

ამერიკული რომანტიზმის ლიდერად აღიარებული დიდი ამერიკელი პოეტი და ნოველისტი – ედგარ ალან პო (1809-1849 წლები), როგორც ლიტერატორი, ევროპაში უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ვიდრე საკუთარ სამშობლოში. ის კი არადა, იმ პერიოდში ბევრი იყო დარწმუნებული იმაში, რომ პო ევროპელი პოეტი იყო და არა ამერიკელი. (ავტორი გენია.ჯი) მისი შემოქმედება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ – ჟიულ ვერნი და ჰოვარდ ლავკრაფტი, სათავეს ედგარის ახალგაზრდული წლებიდან იღებს. თავად საკუთარი შემოქმედების საუკეთესო ქმნილებად მისივე უკანასკნელ ლექსს – „ევრიკა”-ს მიიჩნევდა, თუმცა მკითხველში განსაკუთრებული მოწონებით მაინც, პოემა – „ყორანი” სარგებლობდა. სწორედ ამ უკანასკნელმა გაუთქვა საყოველთაოდ სახელი ამერიკელ პოეტს. იგი ავტორმა სულ რაღაც ერთ ღამეში დაწერა. „ყორანმა” პოს სახელი კი გაუთქვა საყოველთაოდ, მაგრამ მას ფინანსური სარგებელი ვერ მოუტანა. დღეისათვის ეგზომ პოპულარული პოემის დაწერაში ავტორმა სულ რაღაც 9 ამერიკული დოლარი მიიღო ჰონორარის სახით თავის დროზე.

P.S.  ედგარ ალან პო ირწმუნებოდა, რომ თავდაპირველად ყორანზე კი არ აპირებდა ლექსის დაწერას, არამედ თუთიყუშზე, მაგრამ მოგვიანებით გაათვითცნობიერა, რომ თუთიყუში ამ საქმისათვის არ გამოადგებოდა. შედეგად, არჩევანი ყორანზე შეაჩერა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>