ფრანსისკო მასიას ნგემა – „ეპიზოდი”
ეკვატორული გვინეის პირველი პრეზიდენტი - ფრანსისკო მასიას ნგემა (1924-1979 წლები), ვინაც ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ აფრიკელ დოქტატორად არის აღიარებული დღემდე, მოქალაქეებისათვის ყოვლად მიუღებელი ბევრი უცნაური კანონის ავტორობით „იწონებდა” თავს. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ასეთი უცნაური კანონი უკავშირდებოდა ჯარში გასაწვევ წვევამდელებს. საკუთარი პერსონის გამაღმერთებელი დიქტატორის მიერ 1976 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილებით, ეკვატორული გვინეის ეროვნულ არმიაში სამსახური სავალდებულო გახდა 7 წლიდან – 14 წლამდე მოზარდებისათვის. თუმცა, აქ ყველაფერი არ სრულდება. მასიასის მიღებული კანონის თანახმად, ის მშობლები, რომლებიც უარს განაცხადებდნენ თავიანთი არასრულწლოვანი შვილების ჯარში გაშვებაზე, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ექვემდებარებოდნენ. ასეთ „დანაშაულზე” სასჯელი მინიმუმ ციხე იყო, მაქსიმუმ – სიკვდილით დასჯა. – (ავტორი გენია.ჯი)