ტარიელ ჭანტურია – „კუთხის კრამიტი ვანის ქალაქიდან”

მეათასედ ვეკითხები

ხსოვნას – ჯიუტ რესტავრატორს:

- რატომ დაიღუპა თმოგვი

და ქორსატეველა, რატომ?

* * *

ვით ვერ დაიფარეს მცხეთა

მთამ მაღალმა… ცამ უზადომ…

რატომ დაიღუპა ბანა

და არმაზის ციხე, რატომ!

* * *

ყველა ხონთქარს, ყველა ყაენს,

ყველა შაჰს და იმპერატორს

რატომ ვერ უკლავდა წყურვილს

სისხლი ქართველისა, რატომ!

* * *

რად შეცვალა ჯემმა – მარწყვი,

და ძელქვები – ავოკადომ!

ან ეს სტრიქონები რატომ

დაიწერა! რატომ, რატომ…

კომენტარის დატოვება