ივანე კრილოვი – „ეპიზოდი”
ცნობილი რუსი მეიგავის – ივანე კრილოვის (1769-1844 წლები) მეგობრების გადმოცემით, ლიტერატორის მოსამსახურე ქალი, ვინაც მზარეულის ფუნქციასაც ასრულებდა ამავე დროს, არა მარტო უწესრიგობით ყოფილა გამორჩეული, არამედ ცუდი მზარეულობითაც. (ავტორი გენია.ჯი) გარდა იმისა, რომ მას ხელიდან არასდროს გამოდიოდა ნორმალური კერძის დამზადება, სახლის დალაგებითაც იშვიათად იწუხებდა თავს. მიუხედავად ამისა, კრილოვი პრეტეზიას მაინც არ აცხადებდა მის მიმართ. საჭმელს იგავთმწერალი მუდმივად არეულ თავის სამუშაო კაბინეტში მიირთმევდა. ამიტომაც იყო მისი წიგნები სხვადასხვა კერძის ლაქებით ყოველთვის მოთხვრილი. „გვიკვირს კრილოვი ამდენ ხანს ცოცხალი რომ არის ასეთი მოსამსახურის ხელშიო”, – უკვირდათ ივანეს მეგობრებს. ისინი ერთ საინტერესო ისტორიასაც იგონებდნენ: მორიგი ტრაპეზობის ჟამს, კრილოვი ნამცხვრის არასასიამოვნო გემომ გააკვირვა თურმე. ამიტომაც გახსნა მან ნამცხვარი შუაზე და საკუთარი თვალით იხილა მის შუაგულში არსებული მომწვანო ფერის მქონე ობი. „მე უკვე რვა ნაჭერი შევჭამე ნამცხვრისა, მომეცი დარჩენილი რვა ნაჭერიც დავაგემოვნო, და ვნახოთ, რა მოხდებაო”. – მიუმართავს მაშინ ივანეს თავისი მსახური ქალისთვის. – (ავტორი გენია.ჯი)