ერაყის შეჭრა ქუვეითში – „ეპიზოდი”
1990 წლის 2 აგვისტოს სადამ ჰუსეინის დაქვემდებარებაში მყოფი ერაყის არმია ნავთობით მდიდარ მეზობელ სახელმწიფო – ქუვეითში შეიჭრა და სულ რაღაც ორიოდე დღეში მოახდინა მისი ოკუპაცია. (ავტორი გენია.ჯი) რა შედეგები მოჰყვა ამ ისტორიულ მოვლენას, ყველასათვის ცნობილი ფაქტია და მასზე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
სპარსეთის ყურეში განსავითარებელი მოვლენის წინ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქუვეითში შეჭრამდე სულ რამდენიმე საათით ადრე (დილით), ერაყელ დიქტატორს – სადამ ჰუსეინსა და ქუვეითის ემირს (სახელმწიფოს მეთაურს) – ჯაბერ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰ შორის ერთობ ლაკონური, თუმცა-კი მეტად საინტერესო და მრავლისმეტყველი სატელეფონო საუბარი შედგა.
„ – როგორ ხარ, შეიხო ჯაბერ?” – ჰკითხა ჰუსეინმა.
„ – დიდება ალაჰს, კარგად ვგრძნობ თავს, თანაც სულ ეხლახანს ვისაუზმე”. – იყო პასუხი.
„ – ვფიცავ ალაჰს, ვახშმობას ქუვეითში ვეღარ მოესწრები!” – ამ სიტყვების თანხლებით დაასრულა მოკლე სატელეფონო საუბარი სადამმა ქუვეითის ემირთან. მოვლენებიც შესაბამისად განვითარდა შემდგომში. – (ავტორი გენია.ჯი)
სადამ ჰუსეინი
ჯაბერ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰი