გილიოტინა – „ეპიზოდი”

1792 წლის 25 მარტს, საფრანგეთის კრებამ „გილიოტინა” ოფიციალურად დაამტკიცა სიკვდილით დასჯის აღმასრულებელ სახელმწიფო იარაღად. (ავტორი გენია.ჯი) ანატომიის ფრანგი პროფესორის – ჟოზეფ გილიოტენის მიერ გამოგონებული ინოვაციური სიკვდილის მანქანით პირველად ადამიანს თავი 1792 წლის 14 აპრილს გააგდებინეს. მისი პირველი მსხვერპლი ცნობილი ფრანგი მძარცველი – ნიკოლა პელეტიე გახლდათ. მას შემდეგ „ეროვნულ სამართებლად” წოდებულმა ავასახსენებელმა გილიოტინამ ათასობით მოქალაქე გამოსალმა წუთისოფელს. მათ შორის, როგორც უჩინონნი, ასევე ჩინიანნი. შედეგად, გილიოტინის გახსენებაზე ხალხს შიშის ზარი ეცემოდა, რადგან იგი ყოველთვის კაცის კვლასთან, სისხლთან და უბედურებასთან ასოცირდებოდა. ეს გარემოება კარგად უწყოდა ჟოზეფმაც, ვინაც ძალიან წუხდა იმაზე, რომ მისი საქვეყნოდ გავრცელებული გვარი სიკვდილის მანქანასთან იყო გაიგივებული. ამავე გარემოებაზე კიდევ უფრო სწუხდნენ მოგვიანებით მისი შთამომავლებიც. მამის გარდაცვალების შემდეგ, შვილები სამართლებლივი გზებითაც კი შეეცადნენ „გილიოტინას” სახელი შეცვლოდა, თუმცა უშედეგოდ: ფრანგულმა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ერთადერთი გამოსავალი, რაც გილიოტენის მემკვიდრეებს დარჩენოდათ, საკუთარი გვარის გამოცვლა იყო. გამოიცვალეს კიდეც… – (ავტორი გენია.ჯი)

გილიოტინა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>