ტარიელ ჭანტურია წერდა…
„როგორ ეშინიათ მევალეებს ჩემი სიკვდილის. ღმერთო, მამყოფე კარგად! – ცოდვაა ეს ხალხი!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საკმარისია სიკვდილი ერთი”.
* * *
„გულნატკენმა დღეს ლოყაში სილა გავაწანი – ღამე მომიშვირა”.
* * *
„მთელი ქვეყანა მოწამლეს ჭორით, მე კი სიმართლე ვერა და ვერ ვთქვი”.
* * *
„ჭკვიანი კაცი უჭკუოს არასდროს გადაიმტერებს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყვავილი ცრემლის! – აი, ვინ ვარ მე!”
* * *
„რაა სიკვდილი – ერთად შეკრებილ უულამაზეს დღეების ზოდი”.
* * *
„კვლავ დაარისხებს თებერვალი ენძელების უენო ზარებს, ამოიცოხნის საწვიმარ ღრუბელს ბებერ ცაცხვზე მიბმული ღამე”.
* * *
„გვეძახის ჟამი დიდ სამსჯავროზე და არც ერთ ჩვენგანს არ აქვს ალიბი”.
* * *
„დღეს ცოცხალი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოვიგე ყოველი ბრძოლა, რომელიც დღემდე გადამიხდია”. – (ავტორი გენია.ჯი)