ფრედი მერკური – „ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეული ბრიტანული როკ-ჯგუფის ლეგენდარულივე ბრიტანელი სოლისტი – ფაროჰ ბულსარა, იგივე – ფრედი მერკური, ვისაც თავისი ფსევდონიმი „მერკური” პლანეტა მერკურის საპატივცემულოდ ჰქონდა აღებული, საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების მიმართ ყოველთვის დიდი გულუხვობითა და განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ფრედი მაინც ნახულობდა დროს იმისათვის, რომ მათთვის პირადად შეერჩია საჩუქრები ამა თუ იმ პრესტიჟულ მაღაზიაში. მისთვის საყვარელი ადამიანებისათვის დამაშვრალი მუსიკოსი საჩუქრებს (თანაც რა საჩუქრებს) მუდმივად ერთსა და იმავე პრესტიჟული ბრენდის მქონე მაღაზიებში არჩევდა. ეს მაღაზიები გახლდათ – Cartier”, Harrods” და „Tiffany”. სიურპრიზების გაკეთებაში მერკური ფულს არასდროს ზოგავდა. ფრედი ყოველწლიურად მინიმუმ 15 ძვირადღირებულ საჩუქარს ყიდულობდა მინიმუმო, – შენიშნავს რიგი ავტორებისა.
გარდა ამისა, მუსიკოსი ყოველთვის ატარებდა თან ბლოკნოტს, რომელშიაც ჩაწერილი იყო ფრედისათვის ძვირფასი ყველა ადამიანის დაბადების დღის თარიღი, რათა არასოდეს გამორჩენოდა მოლოცვა. ამ შემთხვევაში მერკურისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, დედამიწის რომელ ნაწილში იმყოფებოდა. სიშორე არასოდეს ყოფილა დამაბრკოლებელი გარემოება ეგზომ დიდებული მუსიკოსისთვის. მთავრი იყო – სურვილი, ნება! მოლოცვისა, ყურადღების გამოჩენისა! – (ავტორი გენია.ჯი)