იუსტინიანე I – „ეპიზოდი”

მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ბიზანტიის იმპერიის საყოველთაოდ ცნობილი იმპერატორი – იუსტინიანე I (482-565 წლები) გახლდათ ის პირველი მმართველი, რომელმაც კანონების კოდიფიცირება განახორციელა. მაშასადამე, შემოიღო – კოდექსი. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც იმ პერიოდში მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ყოვლად უუფლებონი იყვნენ ცივილიზებულ ქვეყნებშიც კი, იუსტინიანეს მიერ შემუშავებული კოდექსი მათ უპრეცედენტო დაცვას უზრუნველყოფდა: ბიზანტიის იმპერიაში კატეგორიულად აიკრძალა ქალის იძულებით ჩართვა პროსტიტუციაში, ხოლო მათ, ვინც თავიანთი ნებით დაადგებოდნენ პროსტიტუციის გზას, სახელმწიფო იცავდა ყოველმხრივ; იმ შემთხვევაში, თუ ქალი დაქვრივდებოდა, უწინდებურისაგან განსხვავებით, – მზითვევი უკანვე უბრუნდებოდა ქვრივს; მამაკაცებზე ცოლის ოფიციალური თანხმობის გარეშე სესხი არ გაიცემოდა… და ასე შემდეგ.

 „იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში ბიზანტიის იმპერია ფემინისტებისათვის ნამდვილ სამოთხედ იყო ქცეულიო”. – ამიტომაც აღნიშნავენ ისტორიკოსები. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>