ჯემალ ქარჩხაძე წერდა…
„ადამიანმა, რა გზასაც არ უნდა ადგეს, მშვენივრად იცის, კარგი რა არის და ცუდი რა არის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეს ცხოვრება ვეება სულიერი ეკრანია”.
* * *
„როდესაც ადამიანის მიდრეკილება და საქმიანობა ერთმანეთს ემთხვევა, იტყვიან ხოლმე, სამსახური მისთვის მეორე ოჯახიაო”.
* * *
„სხვისი მაინც სხვისია”.
* * *
„ჭკუის სწავლება და შენიშვნის მიცემა ბევრისთვის საყვარელი საქმიანობაა”.
* * *
„ნაცნობობის ფორმათა შორის ყველაზე მძიმე ის არის, როდესაც ადამიანს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოველდღე ხვდები, მაგრამ ეს შეხვედრები არასოდეს ოფიციალური მისალმების ჩარჩოს არ გასცდენია და მუდამ ერთი და იმავე სარიტუალო ფორმულის გამეორებას წარმოადგენს. ეს კი ურთიერთობას არათუ აღარ აღრმავებს და ავითარებს, სიცოცხლის იმ პატარა ნიშანსაც აცლის, რაც თავიდან ჰქონდა, და უაზრო ჩვევად აქცევს, გახევებულ წესად, ერთგავრ მაგნიტურ კარად, რომელიც ჩვენი მიახლოებისას ავტომატურად იღება და, როგორც კი გავივლით, ასევე ავტომატურად იხურება. ასეთი ნაცნობობა ფრიად სახიფათო რამ არის, რადგან ყოველ წუთასაა მოსალოდნელი, რომ ცხოვრების ჭირვეულმა ხლართებმა ისეთ დროს შეგვყაროს მარტო, როცა თავის დაკვრის მშრალი რიტუალი საკმარისი არ იქნება და ვითარება საუბრის გაბმას მოგვთხოვს, საუბრის გაბმა კი მით უფრო რთულია, რაც უფრო ხანგრძლივი იყო ურთიერთობა მკვდარი ფორმულის გაქვავებულ ფარგლებში”.