დიეგო ველასკესი – „ეპიზოდი”
ესპანურ სახვით ხელოვნებაში „ოქროს საუკუნედ” წოდებულ ეპოქაში მოღვაწე გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა – დიეგო როდრიგეს დე სილვა-ი-ველსაკესმა (1599-1660 წლები), ესპანელი მონარქის – ფილიპე IV ჰაბსბურგის პორტრეტი პირველად 1623 წელს დახატა. მას შემდეგ, რაც ავტორი ტილოზე მუშაობას მორჩა, ველასკესის შედევრალური ხელოვნებით მეფე მართლაც რომ აღფრთოვანდა. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან თავისი ერთ-ერთი ცნობილი ფრაზა: „ამიერიდან არავინ, შენს გარდა, ჩემს პორტრეტს აღარ დახატავსო”. იმავე წელს, ფილიპემ დიეგო სამეფო კარის მხატვრის მეტად საპატიო სტატუსით აღჭურვა. – (ავტორი გენია.ჯი)
ფილიპე IV