ბილ გეიტსი – „ეპიზოდი”
კომპანია „Microsoft”-ის გენიალური ამერიკელი ფუძემდებელი და ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი – ბილ გეიტსი, 1975 წელს, ორწლიანი სწავლის კურსის გავლის შემდგომ, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ამის მიზეზი ლექციების ხშირი გაცდენა იყო. იგი თითქმის არ დადიოდა ჰარვარდში. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, გეიტსს, ვის შესახებაც დღემდე 6 დოკუმენრუტი ფილმია გადაღებული, მოგვიანებით (2007 წელს) ამ დიდებულმა სასწავლებლმა მაინც მიანიჭა – დოქტორის ხარისხი. ცნობისათვის, დიდ ამერიკელ ბიზნესმენსა და ფილანთროპს დროთა განმავლობაში ასეთივე პატივი დასდო სტოკჰოლმის უნივერსიტეტმა, ნიდერლანდული ბიზნესის სკოლამ, პეკინის უნივერსიტეტმა და ნიენროდის ბიზნესის უნივერსიტეტმა.
ბილ გეიტსის ოჯახი ღრმად მორწმუნე კათოლიკეა. რელიგიას მის ოჯახში განსაკუთრებული როლი ენიჭება და დიდი დროც ეთმობა. გეიტსების ცოლ-ქმრის წვილი ხშირად ესწრება ხოლმე მესას ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიაში. ამავე ეკლესიის მრევლია მათი შვილებიც. ერთ-ერთ ინტერვიუში გეიტსმა თავისი რელიგიური გრძნობებისა და შეხედულებების შესახებ შემდეგი რამ განაცხადა: „ვამჯობინებ რელიგიას მივსდიო ისეთ სფეროებში, რომელთაც მეცნიერება ვერ ხსნისო”. – (ავტორი გენია.ჯი)