იცით თუ არა, რომ?!
1. ქორისნაირთა რიგის მტაცებელი ფრინველი – ორბი, განსაკუთრებული მადიანობით გამოირჩევა. ეს გაუმაძღარი ფრინველი ხანდახან ისე ამოიყორნება ხოლმე, რომ მიღებული ჭარბი საკვებისაგან დამძიმებული ფრენასაც ვერ ახერხებს. იმისათვის, რომ აფრინდეს, მას მანამ უწევს იძულებითი ლოდინი, ვიდრე სხეულის წონა ბუნებრივ პროპორციებს არ დაუბრუნდება. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. დადასტურებული ფაქტია, რომ სიბერე ძალიან მოქმედებს კამეჩის ფსიქიკაზე. ასეთ შემთხვევაში ინდივიდი მუდმივ აგრესიასა და მრისხანებას იძენს, რის გამოც ხშირად აძევებენ ჯოგიდან.
* * *
3. რუსეთის ქალაქ კალინინგრადში (ყოფილი – კენიგსბერგი) არსებულ ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელს სახელი ამავე ქალაქის დიდებული მკვიდრის, გენიალური გერმანელი ფილოსოფოსის – იმანუელ კანტის საპატივცემულოდ ეწოდა – „იმანუელ კანტის სახელობის ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტი”. აქ საკვირველი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი საყურადღებო გარემოება. კერძოდ, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ფუძემდებლის სახელობის მქონე უმაღლეს სასწავლებელში ყველა ფაკულტეტი ფუნქციონირებს, გარდა ფილოსოფიისა.
* * *
4. ბილ გეიტსმა თავისი პირველი მილიარდი დოლარი 31 წლის ასაკში გამოიმუშავა. მარკ ცუკერბერგმა კი ამავე შედეგს სულ რაღაც ოცდახუთიოდე წლის ასაკში მიაღწია.
* * *
5. სპარსული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ძეგლი – „შაჰნამე” (მეფეთა წიგნი – ავტორი ფირდოუსი) მთელი 35 წლის განმავლობაში იწერებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ჩვენს სამყაროში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქიმიური ელემენტი – წყალბადია. ამ მხრივ მეორე ადგილს არავის უთმობს – ჰელიუმი.
* * *
7. კატისებრთა ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ჯგუფურად ცხოვრობს – ლომია. ლომების ჯგუფს კი, მოგეხსენებათ, „პრაიდი” ჰქვია.
* * *
8. ბუნებაში მრავლად გვხვდება მწვანე ფერის მქონე სხვადასხვა სახეობის ფრინველები, თევზები, ქვეწარმავლები და მწერები, თუმცა ვერსად შეხვდებით მწვანე ფერის ძუძუმწოვრებს. ისინი ერთადერთნი არიან, რომელთაც მწვანე შეფერილობა არ გააჩნიათ.
* * *
9. ამა თუ იმ სახეობის ძაღლს შორის ყველაზე ნაკლებად – პუდელი, ჩიხუახუა და რეტრივერი იკბინება.
* * *
10. ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტზე ბინადრობდნენ გიგანტური პინგვინები, რომელთა სიმაღლე 2 მეტრს უტოლდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)