ჯუზეპე ვერდი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი კომპოზიტორის – ჯუზეპე ვერდის (1813-1901 წლები) სიყმაწვილის დროინდელ ოცნებას – მილანის კონსერვატორიის კარის შეღება წარმოადგენდა სასწავლებლად. 18 წლის ასაკში (1833 წელს) იგი შეეცადა კიდეც ამ დიდებულ სასწავლებელში ჩარიცხვას, თუმცა მისდა სამწუხაროდ, კონსერვატორიის ადმინისტრაციისაგან რამდენიმე გარემოების გამო, უარი მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) აბიტურიენტს დაუწუნეს ასაკი; განუცხადეს, რომ იგი არ წარმოადგენდა ლომბარდო-ვენეციის სამეფოს მოქალაქეს. და ყველაზე მთავარი: ვერდი მოკლებული იყო ყოველგვარ მუსიკალურ ნიჭს. „დაბალი საშემსრულებლო დონე”. – ასე შეუფასებიათ მაშინ ფორტეპიანოზე ჯუზეპეს დაკვრის ხელოვნება მილანის სახელგანთქმული კონსერვატორიის მესვეურებს. იმ კონსერვატორიისა, რომელსაც მოგვიანებით მისგანვე უარყოფილი – ჯუზეპე ვერდის სახელი ეწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)