ივანე ტურგენევი – „ეპიზოდი”

გამოჩენილმა რუსმა მწერალმა – ივანე ტურგენევმა (1818-1883 წლები), თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი უცხო ქვეყნებში – გერმანიასა და საფრანგეთში იცხოვრა. იგი იშვიათად სტუმრობდა რუსეთს, რის გამოც ხშირად ექცეოდა კრიტიკის ქარ-ცეცხლში. (ავტორი გენია.ჯი) ლიტერატორს თანამემამულეები სამშობლოსადმი გამოჩენილ გულგრილობასა და უპატივცემულობაში სდებდნენ ბრალს. მათ შორის ისეთი სახელოვანი თანამემამულეები, როგორებიც იყვნენ – დოსტოევსკი და ტოლსტოი. პირველი მათგანი არ ერიდებოდა და ტურგენევს „ძალიან ცუდ ადამიანად” მოიხსენიებდა. დოსტოევსკი „გაუცხოელებულ” კოლეგას ურჩევდა ეყიდა ტელესკოპი, რათა იქიდან მაინც ეცქირა ხანდახან მამულისთვის. ლევ ტოლსტოიმ კი ივანეს თავის ერთ-ერთ წერილში სულაც „ძაღლის შვილი” უწოდა: „ძაღლის შვილო! სახლს დაუბრუნდი! როგორც ჩანს, უკვე სრულიად გადაგავიწყდა, როგორ გამოიყურება შენი სამშობლო!”

მიუხედავად უამრავი ემოციურად დატვირთული და შეურაცხმყოფელი მოწოდებისა, ტურგენევს მაინც არ სურდა სამშობლოში დაბრუნება და არც დაბრუნებია არასოდეს. მან თავისი აღსასრული პარიზის გარეუბანში – ბუჟივალში ჰპოვა. სხვათაშორის, ბევრი თანამემამულე კოლეგისაგან განსხვავებით, ტურგენევი უკანასკნელ გზაზე გააცილეს ისეთმა უცხოელმა კორიფე ლიტერატორებმა, როგორებიც იყვნენ – ემილ ზოლა, ალფონს დოდე, ედმონ აბუ და სხვანი და სხვანი. დიდმა ფრანგმა მწერალმა – ერნესტ რენანმა კი სულაც გამოსამშვიდობებელი სიტყვა მიუძღვნა მის ხსოვნას. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. მოგვიანებით, ტურგენევის ნეშთი საფრანგეთიდან რუსეთში გადაასვენეს და სანკტ-პეტერბურგში დაკრძალეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>