„Ben & Jerry’s” – „ეპიზოდი”
1978 წელს დაარსებულმა ნაყინის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ - „Ben & Jerry’s”, თავის დროზე ერთობ უცნაური და ორიგინალური რამ განახორციელა: კომპანიამ სპეციალურად შეისყიდა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც შემდგომ ყველასდა გასაკვირად, – სასაფლაო მოაწყო. ამ შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა იფიქროს, რომ იგი კომპანიის გარდაცვლილი თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილიო, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის, რადგან აღნიშნულ სასაფლაოზე არავინ დაუკრძალავთ დღემდე. მას აბსოლუტურად სხვა და ძალიან ორიგინალური დანიშნულება გააჩნია: „Ben & Jerry’s”-ის მფლობელობაში არსებულ სასაფლაოზე რამდენიმე ათეული საფლავის ქვაა განთავსებული. თითოეულ ქვაზე დატანილია „Ben & Jerry’s”-ის მიერ ოდესღაც ნაწარმოები იმ ნაყინთა დასახელება (რეცეპტითურთ), რომელთაც უკვე აღარ აწარმოებს კომპანია. – (ავტორი გენია.ჯი)