იცით თუ არა, რომ?!
1. ძველი ეგვიპტელები თავიანთ იეროგლიფიურ დამწერლობას – „მედუ ნეიტერს” ანუ „ღმერთების სიტყვას” უწოდებდნენ. ლეგენდის თანახმად, „ფარაონის ქვეყნის” შვილებს წერა თვით სიბრძნისა და მეცნიერების ძველ ეგვიპტურმა ღვთაებამ – თოტმა შეასწავლა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ პაპუასების ეთნიკურ ჯგუფში შემავალი რამდენიმე ტომის ხალხი თავიანთ ახალშობილ შვილებს მათ მიერვე მოკლული მტრების სახელს არქმევენ.
* * *
3. ფსიქოანალიზის გენიალური ავსტრიელი ფუძემდებელი – ზიგმუნდ ფროიდი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის გენიალურივე ფუძემდებელი შვეიცარიელი ფსიქიატრი – კარლ გუსტავ იუნგი საშინლად მტრობდნენ ერთმანეთს. ისინი ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ.
* * *
4. მსოფლიოში დღემდე შემორჩენილი უდიდესი ხელნაწერი – „Codex Gigas” (გიგანტური კოდექსი), რომელიც 75 კილოგრამს იწონის და სავარაუდოდ, XII საუკუნეში უნდა იყოს დაწერილი, 160 ცხოველის ტყავისაგან იქნა დამზადებული. კოდექსში ტექსტები დატანილია ხბოს, თხისა და ვირის ტყავებზე.
* * *
5. აქციუმის ცნობილი ბრძოლის შემდეგ (ძვ.წ.აღ-ით 31 წელი), ეგვიპტის სახელოვანმა დედოფალმა – კლეოპატრამ მართლაც რომ მისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა: მაკედონიური წარმომავლობის მქონე ეგვიპტელი დედოფლის ბრძანებით პირწმინდად გაიძარცვა დიდი მაკედონიელი მხედართმთავრის – ალექსანდრე მაკედონელის მავზოლუმი. ფული, რომელიც მან სახელოვანი თანამემამულის საფლავიდან ნაძარცვი ძვირფასი ლითონისა და ძვირფასი ქვების გაყიდვიდან გამოიმუშავა, რომის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. პირველი ჩინელი კოსმონავტი (იან ლივეი) მხოლოდ 2003 წელს გაფრინდა კოსმოსში.
* * *
7. „პოპის მეფედ” წოდებული პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი – მაიკლ ჯექსონი, სახელოვანი ბრიტანელი კოლეგის – ფრედი მერკურის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო და ხშირად ესწრებოდა Queen-ის კონცერტებს.
* * *
8. შვეიცარია – ევროკავშირის წევრ ქვეყანას არ წარმოადგენს, ისევე როგორც ნორვეგია.
* * *
9. კანადური წარმომავლობის მქონე ცნობილი ამერიკელი მსახიობი – მეთიუ პერი ირწმუნება, რომ მე-5 კლასში ყოფნის ჟამს, თავის ერთ-ერთ მეგობართან ერთად, ნაცემი ჰყავს თანამედროვე პერიოდის კანადის პრემიერ მინისტრი – ჯასტინ ტრიუდო.
* * *
10. ფინეთის ხელისუფლების ინიციატივით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყოველწლიურად ირგება საშუალოდ – 27 ძირი ხე – ერთ სულ მოსახლეზე. – (ავტორი გენია.ჯი)