ნიკოლა ტესლა – „ეპიზოდი”
ერთნი ამბობდნენ, სერბული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი მეცნიერი – ნიკოლა ტესლა (1856-1943 წლები) ფენომენალური მეხსიერების მქონე ადამიანი გახლდათო. (ავტორი გენია.ჯი) მეორენი კიდევ უფრო შორს მიდიოდნენ: ტესლა ეიდეტური მეხსირებით იყო დაჯილდოვებულიო. ცნობისათვის, ეიდეტური მეხსიერება წარმოადგენს სენსორული მეხსიერების ტიპს, რომელსაც ძალუძს დეტალურად და სრული სიზუსტით დაიმახსოვროს ყოველივე, რაც კი ოდესმე უნახავს, წაუკითხავს, დაუწერია.
თვითმხილველთა თქმით, ნიკოლას თავისი უნიკალური მეხსიერების წყალობით თავისუფლად შეძლებია ყველა იმ წიგნის დამახსოვრება, რომელსაც ერთხელ მაინც გადაავლებდა თვალს. ეიდეტური მეხსიერება სწავლულს საშუალებას აძლევდა თავის გონებაში მოსული ინოვაციური გამოგონება სრული სახით გადაენახა ტვინში მანამ, სანამ მას ფურცელზე არ დააფიქსირებდა.
რიგი წყაროების მტკიცებით, მის ამ შესაშურ უნარს მრავალი სახელოვანი მეცნიერი შენატროდა თურმე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.- (ავტორი გენია.ჯი)