აცტეკები – „ეპიზოდი”

აცტეკები იმთავითვე ღრმად იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ალკოჰოლი მავნე ზემოქმედებას ახდენდა ადამიანის ორგანიზმზე, მის ჯანმრთელობაზე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გარემოების გამო, ამ უნიკალური კულტურის მქონე იმპერიაში მემთვრალეობა სასტიკად იდევნებოდა. ხელისუფლება მოსახლეობისათვის გასცემდა სპეციალურ რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც მოქალაქეებს უფლება ენიჭებოდათ დაელიათ – „ოქტილი”, აგავისაგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი, მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით და ისიც მკაცრად განსაზღვრულ სადღესასწაულო დღეებში. ზემოაღნიშნული რეკომენდაციის მაიგნორირებელი პირი მოქმედი კანონის თანახმად – სიკვდილით ისჯებოდა.

ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც მემთვრალეობაზე ვრცელდებოდა, უხუცეს აცტეკებთან იყო დაკავშირებული. ისინი არ იყვნენ ვალდებულნი გაეთვალისწინებინათ ხელისუფლების მიერ გაცემული რეკომენდაცია. შედეგად, ოქტილის ხშირი მოხმარება მხოლოდ და მხოლოდ უხუცესთა პრივილეგიას წარმოადგენდა. აცტეკები ამას უყურებდნენ, როგორც ჯილდოს, მათ მიერ განვლილი ხანგრძლივი სიცოცხლის სანაცვლოდ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>