ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”

ნაპოლეონ ბონაპარტს ჰიგიენისადმი იმთავითვე სერიოზული დამოკიდებულება გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) სისუფთავის ფანატიკურად მოყვარულ ფრანგ მხედართმთავარს განსაკუთრებით მაინც აბაზანების მიღება ანიჭებდა სიამოვნებას. ყოველი ასეთი პროცედურის გავლის შემდგომ ბონაპარტი მუდმივად ერთი და იგივე მარკის სურნელოვან ოდეკოლონს მოიხმარდა. საუკეთესო მარკის ოდეკოლონად კი იმპერატორი გერმანული კომპანიის – „Maurer & Wirtz”-ის მიერ წარმოებულ ოდეკოლონს, სახელწოდებით – „4711″-ს მიიჩნევდა. ამიტომაც სარგებლობდა მუდმივად მისით ბონაპარტი. „Maurer & Wirtz”-ის სათავო ოფისი გერმანულ ქალაქ შტოლბერგში იყო განთავსებული. სწორედ იქიდან იგზავნებოდა ყოველთვიურად იმპერატორისათვის საფრანგეთში ოდეკოლონის – „4711″-ის ახალ-ახალი პარტიები. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაპოლეონი თვეში საშუალოდ, 60 ფლაკონ ოდეკოლონს მოიხმარდა.

ბონაპარტის საყვარელი გერმანული ოდეკოლონი დღესაც იწარმოება, თუმცა მისი დამზადების რეცეპტი კვლავაც გასაიდუმლოებული რჩება. – (ავტორი გენია.ჯი)

„4711″

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>