გრიგოლ რასპუტინი – „ეპიზოდი”
ნიკოლოზ II რომანოვის ოჯახთან დაახლოებული საყოველთაოდ ცნობილი ციმბირელი გლეხი - გრიგოლ რასპუტინი (1869-1916 წლები), ვინაც სავარაუდოდ, ხლისტების რელიგიური სექტის წევრი უნდა ყოფილიყო, კრიტიკოსების მხრიდან ხშირად ხდებოდა განსჯის საგანი თავისი არაჰიგიენურობის გამო. (ავტორი გენია.ჯი) ისინი აღნიშნავდნენ, რომ ისეთ ჭუჭყიან ადამიანს, როგორიც იყო რასპუტინი, მეფის ოჯახის სიახლოვეს არაფერი ესაქმებაო. ნათელმხილველობის ნიჭით ცხებული ავანტურისტის ტანისამოსი ყოველთვის ბინძური იყო. მაშინაც კი, როდესაც იგი სამეფო ოჯახის წევრების გარემოცვაში იმყოფებოდა. სიბინძურე და ჭუჭყი არანაირ დისკომფორტს არ იწვევდა მასში. ის კი არადა, ერთხელ ისიც კი განუცხადებია ამაყად, ექვსი თვის განმავლობაში ტრუსი ერთხელაც არ გამომიცვლიაო.
თვითმხილველთა გადმოცემით, რასპუტინს მეტად უხამსი ჭამაც სცოდნია. ამის გამო იყო, ხშირ წვერზე მუდმივად რომ ეტყობოდა ნასადილევის კვალი (ლაქები). ტრაპეზის ჟამს იგი არასოდეს გამოიყენებდა დანა-ჩანგალს. ამისათვის გრიგოლი ყოველთვის საკუთარ თითებს იყენებდა.
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ გრიგოლის საშინელი უცენზურობა, თავხედი მანერები და არაჰიგიენურობა მის თაყვანისმცემლებში ხიბლსაც კი იწვევდნენ ხშირად. – (ავტორი გენია.ჯი)